|
|
|
სასტუმრო მდებარეობს, ციხე ქალაქ შატილის კომპლექსში, უძველეს
მამაპაპისეულ კოშკში. სასტუმრო მოწყობილია ისე რომ მაქსიმალურად
შენარჩუნებულია ბუნებრივი გარემო.
კოშკი არის 4 სართულიანი, სასტუმრო განთავსებულია 3 სართულზე,
1 სართულზე განთავსებულია შუაცეცხლი და სამზარეულო, შემდეგ 2 სართულზე
კი 2 და 4 ადგილიანი საძინებლები. კოშკს აქვს აივანი ლამაზი ხედით მდინარეზე. შეგვიძლია ერთდროულად ვუმასპინძლოთ
18 დამსვენებელს.
სასტუმროს განაწესი : 1 ღამე 30 ლარი, სურვილის მიხედვით დამატებით ყოველ კვებაზე 10 ლარი.
|
|
    |
|
|
სოფელი შატილი დუშეთის რაიონში, თუშეთ-ხევსურეთის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის ხეობაში მდებარეობს - ზღვის დონიდან 1400 მეტრზე და თბილისიდან 160 კილომეტრის დაშორებით.
შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეების მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.
უნიკალური თვისება, რაც შატილს ჰქონდა იყო ის, რომ კოშკები ერთმანეთს შიდა გასასვლელებით ისე უკავშირდებოდა, გარეთ გასვლა არ ჭირდებოდა. შესაბამისად, მტრისგან აუღებელი იყო.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|