ვალუტის კურსი
ამინდი

მოკლე ექსკურსი

 

სოფელი შატილი დუშეთის რაიონში, თუშეთ-ხევსურეთის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის ხეობაში მდებარეობს - ზღვის დონიდან 1400 მეტრზე და თბილისიდან 160 კილომეტრის დაშორებით. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეების მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. უნიკალური თვისება, რაც შატილს ჰქონდა იყო ის, რომ კოშკები ერთმანეთს შიდა გასასვლელებით ისე უკავშირდებოდა, გარეთ გასვლა არ ჭირდებოდა. შესაბამისად, მტრისგან აუღებელი იყო. .